რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში 18 500-მდე სამხედრო დაკარგა - გენშტაბი

საქართველო, თბილისი - 13:14 | 05.04.2022
ნანახია: 411

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი დაახლოებით 18 500-ს შეადგენს.

ასევე განადგურებულია მტრის შემდეგი ტექნიკა:

ტანკი - 676;

საბრძოლო ჯავშანმანქანა - 1 858 ;

საარტილერიო სისტემა -  332;

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 107;

საჰაერო თავდაცვის სისტემა - 55;

თვითმფრინავი -  150;

ვერტმფრენი - 134;

საავტომობილო ტექნიკა - 1 322 ; 

გემი/კატერი - 7;

საწვავმზიდი - 76;

ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 94;

სპეციალური ტექნიკა - 25;

ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები - 4;

გენშტაბი აცხადებს, რომ მტრის დანაკარგის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე