სრულიად ვეთანხმები - ზურაბ აზარაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე

საქართველო, თბილისი - 14:44 | 04.04.2022
ნანახია: 427

ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვართ და ძალიან გვიმძიმს იმ ყოველდღიურობის ყურება, რაც იქ არის, აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი.

ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ზუსტად აქედან გამომდინარე იყო პრემიერის გუშინ გაკეთებული კომენტარი.

"რაც შეეხება უკრაინაში ომს და პრემიერის გაკეთებულ კომენტარს. ყველა დამეთანხმებით, რომ ძალიან ცუდია, რაც უკრაინაში ხდება ყოველდღიურად, მძიმე სიტუაცია, რაც ამ ქალაქებშია. ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვართ და ძალიან გვიმძიმს იმ ყოველდღიურობის ყურება, რაც იქ არის, დაღუპული ადამიანები, მიწასთან გასწორებული ქალაქები. ზუსტად აქედან გამომდინარე იყო პრემიერის გუშინ გაკეთებული კომენტარი, რასაც სრულიად ვეთანხმები", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე