გერმანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ბლოკავს - მათეუშ მორავიეცკი

საქართველო, თბილისი - 14:04 | 04.04.2022
ნანახია: 580

პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკის განცხადებით, გერმანია რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციების დაწესების მთავარი მოწინააღმდეგეა.

ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა იუწყება TVN 24. მან თავისი განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც კვირას, 3 აპრილს გაიმართა, პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პარტიამ გაიმარჯვა, იმის მიუხედავად, რომ მას უკრიანაში რუსეთის აგრესიის მიმართ არასაკმარისად მკაცრი პოზიცია ჰქონდა.  

„ეს ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა, ყველაზე დიდი გამარჯვება საკონსტიტუციო უმრავლესობით, დემოკრატიულ არჩევნებს პატივი უნდა ვცეთ. ევროპაში სიტუაცია ძალიან მარტივია, ეს ჩანს ევროსაბჭოზე. ნებისმიერი, ვინც სტენოგრამებს კითხულობს, შესანიშნავად იცის, რომ გერმანია ბლოკავს უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას“, - განაცხადა მორავიეცკიმ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე