რუსეთს სიკვდილის სიჩუმე მოაქვს. შეავსეთ სიჩუმე თქვენი მუსიკით - ზელენსკიმ „გრემის“ დაჯილდოების მონაწილეებს მიმართა

საქართველო, თბილისი - 12:54 | 04.04.2022
ნანახია: 383

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდმირ ზელენსკიმ "გრემის" 64-ე ყოველწლიური დაჯილდოების მონაწილეებს მიმართა და მოუწოდამხარი დაუჭირონ უკრაონას რუსეთის წინააღმდეგ ომში ნებისმიერი შესაძლებლობებით.

„ რა არის უფრო მეტად მუსიკის საპირისპირო? დანგრეული ქალაქებისა და მოკლული ადამიანების სიჩუმე. ჩვენი შვილები ხატავენ მფრინავ რაკეტებს და არა მოწყვეტილ ვარსკვლავებს. 400-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, 153 კი გარდაიცვალა. ომი არ გვაძლევს არჩევის საშუალებას, ვინ გადარჩება და ვინ დარჩება მარადიულ სიჩუმეში. რუსეთს სიკვდილის სიჩუმე მოაქვს. შეავსეთ სიჩუმე თქვენი მუსიკით. შეავსეთ იგი დღეს, თქვით სიმართლე ამ ომის შესახებ თქვენს სოციალურ ქსელებში, ტელევიზიით. მხარი დაგვიჭირეთ ნებისმიერი გზით, მაგრამ არა დუმილით“, – განაცხადა ზელენსკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე