უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ორბანის პარტიამ გაიმარჯვა

საქართველო, თბილისი - 12:28 | 04.04.2022
ნანახია: 316

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც კვირას, 3 აპრილს გაიმართა, პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პარტია FIDESZ - უნგრეთის სამოქალაქო კავშირი იმარჯვებს, რომელიც ქვეყანას 12 წელია მართავს.

ბიულეტენების 98%-ის დათვლის შემდეგ, ორბანის პარტიამ ხმების 53%-ზე მეტი მიიღო. ექვსი ოპოზიციური პარტიისგან შემდგარმა ბლოკმა, რომელსაც პიტერ მარკი-ზაი ხელმძღვანელობს, ამომრჩეველთა 35% მიიმხრო.

ამრიგად, მმართველ პარტიას შეუძლია ერთპალატიან პარლამენტში 199 ადგილიდან 135-ის იმედი ჰქონდეს, ხოლო ოპოზიციურ ბლოკს - 56 მანდატის.

ვიქტორ ორბანმა არჩევნებში გამარჯვებულად თავი უკვე გამოაცხადა და ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.

"ჩვენი გამარჯვება იმდენად დიდია, რომ თქვენ მთვარედან შეგიძლიათ დაინახოთ, რომ არაფერი ვთქვათ ბრიუსელზე", - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე