კიევის ოლქის ქალაქებში 410 ცხედარი იპოვეს - გენერალური პროკურატურა

საქართველო, თბილისი - 23:49 | 03.04.2022
ნანახია: 446

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ რუსი ოკუპანტებისაგან გათავისუფლებული კიევის ოლქის დასახლებებში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების შესახებ განცხადება გაავრცელა.  

მისი ინფორმაციით, 1-3 აპრილს კიევის ოლქის ქალაქებში იპოვეს 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. მისი განცხადებით, უკრაინის სამხედრო პროკურატურა „შეაგროვებს და შეინახავს რუსეთის აგრესიის მტკიცებულებებს, დაიცავს წესრიგს და უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეების უფლებების დაცვას“.

გათავისუფლებულ დასახლებებს შორის არის ბუჩა, სადაც ქუჩებში უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ზოგიერთ მათგანს ზურგს უკან ხელები ჰქონდა შეკრული. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბუჩაში მასობრივი მკვლელობები უარყო და გავრცელებულ კადრებს დადგმული უწოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე