ოდესღაც მეგონა, რომ უკრაინა ყველაზე მეტად საქართველოსთან და მოლდოვასთან ერთიანდებოდა, მაგრამ თბილისისა და კიშინიოვის დღევანდელმა პოზიციამ იმედი გამიცრუა - სტეფანჩუკი

საქართველო, თბილისი - 19:31 | 03.04.2022
ნანახია: 421

უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსტალ სტეფანჩუკი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით, საქართველოსა და მოლდოვის პოზიციით იმედგაცრუებულია.

"ოდესღაც მეგონა, რომ უკრაინა ყველაზე მეტად საქართველოსთან და მოლდოვასთან ერთიანდებოდა, რადგან ჩვენი ქვეყნების ტერიტორიები "დაკბენილია" რუსეთის მიერ. მაგრამ ოფიციალური თბილისისა და კიშინოვის დღევანდელმა პოზიციამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში ნეიტრალიტეტის შესახებ, იმედი გამიცრუა. ისე, მეგობრები გაჭირვებაში იცნობიან. მაგრამ კარგია, რომ ჩვენს ხალხს განსხვავებული აზრი აქვს", - წერს სტეფანჩუკი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე