ნახეთ, რა ნაძირლები გაზარდეთ. მკვლელები, მძარცველები, ჯალათები - ზელენსკი რუსი სამხედროების დედებს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 19:21 | 03.04.2022
ნანახია: 429

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევის ოლქში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ სისასტიკეებს ეხმიანება და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საყვედურობს ბუქარესტის სამიტზე გაშვებული შესაძლებლობის გამო.

ზელენსკის განცხადებით, 14 წლის წინ, ბუქარესტში იყო შანსი, რომ რუსეთის შემოჭრა აერიდებინათ თავიდა, მაგრამ ეს არ გაკეთდა.

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტი რუსი სამხედროების დედებს მიმართავს.

"რუსი სამხედროების დედებს ვურჩევ, შეხედონ. ნახეთ, რა ნაძირლები გაზარდეთ. მკვლელები, მძარცველები, ჯალათები", - წერს ზელენსკი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე