The Times: ბორის ჯონსონს ოდესის დასაცავად უკრაინისთვის გემსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდება სურს

საქართველო, თბილისი - 13:11 | 03.04.2022
ნანახია: 424

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სურს სამხრეთ უკრაინაში შეიარაღებული ძალებისთვის შეიარაღების მიწოდება, რათა ხელისუფლებამ ოდესა დაიცვას. იუწყება   The Times.

ლონდონს სურს უკრაინას გემსაწინააღმდეგო რაკეტები მიაწოდოს, რათა უკრაინელებმა რუსული გემების თავდასხმების მოგერიება შეძლონ.

ჯონსონმა მინისტრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მსგავსი იარაღის შეძენა და უკრაინისთვის გადაცემას აპირებს, რათა რუსებმა წინსვლა ვერ შეძლონ.

უკრანის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ჯონსონს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე ესაუბრა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე