პუტინი რუსეთის ბრენდია - პესკოვი

საქართველო, თბილისი - 23:22 | 02.04.2022
ნანახია: 418

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი რუსეთის ბრენდია. ამის შესახებ მან ბელარუსულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ [რუსეთს] ჯერ კიდევ გვაქვს ბრენდი - პუტინი. ეს მართლაც ასეა. ის ჩვენთან სრულიად უნიკალური მხარდაჭერით სარგებლობს", - თქვა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, რომ უკრაინაში "სპეციალური სახმედრო ოპერაციის" (ასე უწოდებს ომს კრემლი) დაწყებიდან რუსეთის პრეზიდენტის მხარდაჭერის დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა და "80%-ს გადააჭარბა".

"ალბათ, ექსპერტები, პოლიტოლოგები და სოციოლოგები დამეთანხმებიან: თითქმის 22 წელი ხელისუფლებაში ყოფნა და მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარდაჭერა - ეს შეიძლება გინესის რეკორდების წიგნში შევიდეს. ეს მხარდაჭერის უზარმაზარი დონეა. და პრეზიდენტი სარგებლობს ამ მხარდაჭერით, ძალას იღებს ამ მხარდაჭერით და იღებს გადაწყვეტილებებს", - დასძინა პესკოვმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე