ოკუპანტებმა ენერგოდარში მშვიდობიან მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს, არიან დაჭრილები

საქართველო, თბილისი - 15:51 | 02.04.2022
ნანახია: 409

ზაპოროჟიეს ოლქში ოკუპირებულ ენორგოდარში მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდნენ, რუსმა სამხედროებმა ცეცხლის გაუხსნეს. არიან დაჭრილები. ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეებიც  დააკავეს. იუწყება უკრაინული მედია. 

ქალაქის მოსახლეობა მშვიდობიან მიტინგზე დილიდან გამოვიდა. მოქალაქეები მღეროდნენ ჰიმნს და ოკუპანტებე წასვლისკენ მოუწოდებდნენ.

რუსმა სამხედროებმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნენ, ესროდნენ ყუმბარებს. მომიტინგეები მასირებული ცეცხლის ქვეშ თავის გადარჩენას ცდილობდნენ. ცნობილა, რომ დაჭრილია ოთხი მოქალაქე.

ოკუპანტებმა 4 მარტს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაიკავეს, 5 მარტს კი ენერგოდარში შევიდნენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე