რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში 17 800-მდე სამხედრო დაკარგა - გენშტაბი

საქართველო, თბილისი - 14:31 | 02.04.2022
ნანახია: 397

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი დაახლოებით 17 800-ს შეადგენს.

ასევე განადგურებულია მტრის შემდეგი ტექნიკა:

ტანკი - 631;

საბრძოლო ჯავშანმანქანა - 1 776;

საარტილერიო სისტემა - 317;

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 100;

საჰაერო თავდაცვის სისტემა - 54;

თვითმფრინავი - 143;

ვერტმფრენი - 134;

საავტომობილო ტექნიკა - 1 236; 

გემი/კატერი - 7;

საწვავმზიდი - 76;

ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 87;

სპეციალური ტექნიკა - 24;

ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები - 4;

გენშტაბი აცხადებს, რომ მტრის დანაკარგის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე