რუსმა ოკუპანტებმა ჰოსტომელის აეროპორტი დატოვეს - ბრიტანეთის დაზვერვა

საქართველო, თბილისი - 14:22 | 02.04.2022
ნანახია: 398

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რამდენიმე დასახლებაზე კონტროლის აღდგენის ფონზე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საკვანძო მნიშვნელობის ობიექტი, ჰოსტომელის აეროპორტი დატოვეს. იტყობინება ბრიტანეთის დაზვერვა.

კიევის მახლობლად მდებარე ჰოსტემელის აეროპორტის ხელში ჩასაგდებად, რუსეთი ომის პირველივე დღიდან ახორციელებდა სასტიკ იერიშებს, რადგან მასზე წვდომა გაუადვილებდა დედაქალაქისკენ სვლას.

"უკრაინის ძალები კიევის მახლობლად რუსეთის ჯარის განდევნის მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ", - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე