რუსეთის არმიამ დნესტრისპირეთში თავისი შენაერთების მობილიზება დაიწყო - უკრაინის გენშტაბი

საქართველო, თბილისი - 13:43 | 02.04.2022
ნანახია: 526

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ დაიწყო თავისი შენაერთების მობილიზება დნესტრისპირეთში უკრაინის საზღვართან საჩვენებელი მოქმედებებისა და პროვოკაციებისათვის.

„გააქტიურებულია მუშაობა მოლდოვის რეგიონის  დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე ბაზირებული რუსული საჯარისო შენაერთების თავმოყრის მიზნით, უკრაინის საზღვართან პროვიკაციებისა და საჩვენებელი მოქმედებებისათვის“, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

ამასთან, გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს რეზერვისტების სამხედრო შეკრება 4 აპრილიდან 23 მაისამდე. უწყებისვე ინფორმაციით, დროებით დაკავებული ტერიტორიებზე იკუპანტები იტაცებენ ადგილობრივებს, ბომბავენ დასახლებების საცხოვრებელ უბნებს, ნაღმავენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ძარცვავენ და მოროდიორობენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე