რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილი დღეს 39 წლის გახდებოდა

საქართველო, თბილისი - 12:29 | 02.04.2022
ნანახია: 420

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილი დღეს 39 წლის გახდებოდა. ყოფილი სამხედრო რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი, 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო, წამებით მოკლეს.

ქართული მხარე და ოჯახი ტატუნაშვილის ცხედარს 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. ექსპერტიზის მიხედვით, დაბრუნებულ ცხედარს მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.

ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებ ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე