რუსეთში, უკრაინის საზღვრიდან 30 კმ-ში, ბელგოროდის ნავთობტერმინალი იწვის

საქართველო, თბილისი - 12:12 | 01.04.2022
ნანახია: 449

რუსეთში, უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრში, ბელგოროდში "როსნეფტის" საკუთრებაში არსებული ნავთობის საცავში მძლავრი ხანძარი მძვინვარებს.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, ხანძარი უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი ვერტმფრენის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად გაჩნდა, რომლებიც "რუსეთის ტერიტორიაზე დაბალ სიმაღლეზე შევიდნენ".

რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძარი გაუჩნდა ნავთობტერმინალში მდებარე საწვავის რვა ავზს, არსებობს საფრთხე, რომ ცეცხლის მოედოს კიდევ 8 სხვა ავზს.

წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. გუბერნატორის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

უკრაინულ მხარეს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე