პუტინმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა

საქართველო, თბილისი - 19:03 | 31.03.2022
ნანახია: 391

პუტინმა „არამეგობრულ ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერაა. იუწყება რუსული მედია.

პუტინის განკარგულებით, რუსეთისგან გაზის შესაძენად აღნიშნულმა ქვეყნებმა რუსულ ბანკებში ანგარიშები უნდა გახსნან. ახალი წესები პირველი აპრილიდან ამოქმედდება.

„სწორედ ამ ანგარიშებიდან მოხდება ხვალიდან, მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან მიწოდებული გაზის საფასურის გადახდა“, – განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ თუ გაზის საფასურის გადახდა ახალი წესების შესაბამისად არ მოხდება, რუსული მხარე ამას ვალდებულებების შეუსრულებლობად მიიჩნევს, რასაც შესაბამისი შედეგები მოჰყვება.

„ჩვენ არავინ არაფერს უფასოდ არ გვაძლევს, ჩვენც არ ვაპირებთ, ქველმოქმედებით დავკავდეთ. ანუ, მოქმედი კონტრაქტები შეჩერდება“, – განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, "დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა განაცხადეს, რომ რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდას არ აპირებენ. ამის შესახებ "დიდი შვიდეულის" თავმჯდომარე ქვეყნის, გერმანიის ეკონომიკის მინიტრმა რობერტ ჰაბეკმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.

რობერტ ჰაბეკის თქმით, გაზის საფასურის გადახდა რუბლებში მიუღებელია.

"დიდი შვიდეულის ყველა მინისტრი შეთანხმდა, რომ ეს არის არსებული კონტრაქტების ცალმხრივი და აშკარა დარღვევა", - განაცხადა ჰაბეკმა.

ჰაბეკმა ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ.

"ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის", - თქვა მან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე