"დიახ, მანქანა ქალის საქმეა" - 25 წლის ლიკა მაისურაძე "თეგეტას" სერვისცენტრიდან
საქართველო, თბილისი - 16:47 | 31.03.2022 ნანახია: 639
მანქანის ხელოსანი მამა ფიქრობდა, რომ ეს ხელობა და მით უმეტეს, მექანიკოსობა ქალის საქმე არ არის. დედას უნდოდა, შვილი იურისტი გამოსულიყო. პატარა გოგონას კი სულ სხვა ინტერესები ჰქონდა. ჯერ მანქანებით თამაშობდა, და ასაკის მატებასთან ერთად, ხვდებოდა, სათამაშოებიდან ნამდვილ ავტომობილებზე უნდა გადასულიყო. უბრალოდ კი არ ოცნებობდა, არამედ მიზანი დაისახა. დედას არ აწყენინა, იურიდიულზე ჩააბარა, თუმცა პარალელურად მამას სამსახურში დაჰყვებოდა და მანქანას სიღრმისეულად სწავლობდა.
"მამას ბავშვობიდან ვუყურებდი და ყოველთვის ვიცოდი, რამდენად შრომატევადი იყო მისი საქმე, თუმცა ამას არ შევუშინებივარ. რთული საქმე თითქოს მიზიდავდა კიდეც. თან რომ ვხედავდი, თავს ვართმევდი, სტიმულიც მემატებოდა. არაერთ პროფილაქტიკაში ვიმუშავე, ელიავაზეც მათ შორის. უკვე 4-წლიანი სტაჟი მაქვს. გამოცდილებასთან ერთად, ბევრი იმედგაცრუება და სტრესული ეტაპიც გავიარე. რადგან გოგო ვარ, მომხმარებელიც და ხელოსნებიც არასერიოზულად აღმიქვამდნენ, გამქცევია კიდეც მომხმარებელი. ამის მიუხედავად, უკან დახევა არც მიფიქრია", - ლიკა მაისურაძე, მოსწავლე მექანიკოსი.
დაბრკოლებები არ აშინებდა, თუმცა საყვარელი საქმის მშვიდად კეთებაზე ფიქრი არასდროს შეუწყვეტია. "თეგეტაში" ბედის ცდა მეგობარმა ურჩია. "თეგეტას" სატვირთოს მექანიკოსი ქალების ისტორიებიც მოსმენილი ჰქონდა და თავადაც უნდოდა ემუშავა კომპანიაში, რომლისთვისაც გენდერული თანასწორობა მნიშვნელოვანია.
"წარმატებით გავიარე გასაუბრება და რადგან ნულიდან არ ვიწყებდი და გამოცდილებაც მქონდა, მოსწავლე მექანიკოსად ამიყვანეს. ვგრძნობ, მენდობიან და ძალიან მინდა, იმედები გავუმართლო. თბილი გარემოა, მენეჯერებიდან დაწყებული, ხელოსნებით დამთავრებული, ყველა მზადაა, დამეხმაროს. კარგად მესმის, რთულ საქმეს შევეჭიდე, თუმცა არ მიჭირს. ძნელად შესასრულებელი სამუშაო არ მაშინებს, რაც უფრო პრობლემურია მანქანა, მით უფრო კმაყოფილი ვარ მეც", - ლიკა მაისურაძე, მოსწავლე მექანიკოსი.
საკუთარი თავის რწმენას არასდროს კარგავს. თვითგანვითარებაზე მუდმივად ზრუნავს და არც ერთი წამის ფუჭად გაფლანგვა არ სურს. დილიდან საღამომდე აკვირდება და ეხმარება ხელოსნებს. მის მიერ წარმატებით შესრულებული რთული სამუშაოს დანახვისას კი თანამშრომლების კმაყოფილი და გაოცებული გამომეტყველება მოტივაციას უმაღლებს.
"მინდა, ვიყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, რომელზეც ყველა ილაპარაკებს, რომ "თეგეტას" ჰყავს ქალი მექანიკოსი, რომელიც ძალიან მაგარია. ასე შევძლებ, დავამსხვრიო სტერეოტიპები და ადამიანებს ვაჩვენო, რომ ქალებს ყველაფერი შეგვიძლია, რასაც მოვინდომებთ", - ლიკა მაისურაძე, მოსწავლე მექანიკოსი.
ბავშვობაში ორი ოცნება ჰქონდა - გამხდარიყო მანქანის პროფესიონალი მექანიკოსი, რის მისაღწევადაც თავს არ ზოგავს და ახლა სწავლის პროცესშია. სამომავლოდ კი სატვირთოს მძღოლობასაც აპირებს. იცის, ამისთვისაც გამონახავს დროს და არც ამ სურვილის შესრულება გაუჭირდება. იმიტომ რომ,
"თუ რაიმე გულით გინდა, არ უნდა დანებდე, არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობენ სხვები. ეს დიდი ძალის მომცემია და ყველაფერს შეგაძლებინებს".
-------
"თეგეტა მოტორსის" შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია "თეგეტა მოტორსი"1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. "თეგეტა მოტორსი" 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი იმყოფებიან
- „ოცნებამ“ ბრძოლა ვერ გააჩერა, დღეს ის უფრო სუსტია, ალიანსის შექმნა ბრძოლის ახალი ეტაპია და გამარჯვება რეალისტურად გამოიყურება - ელენე ხოშტარია
- ისრაელის საელჩო - 2600-წლიანი მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის საერთო ღირებულებებსა და პატივისცემასა ეფუძნება, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს
- ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში მინისტრის მოადგილემ გააკეთა მთავრობის მიერ საჯაროდ გაჟღერებული განცხადების ანალოგიური ჩანაწერი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
სამართალი
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
- თბილისში, პირმა საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც დედამისი დაიჭრა - ბრალდებული დაკავებულია
- ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
მსოფლიო
- რუსეთი მკაცრად გავაფრთხილეთ, ირანს სადაზვერვო მონაცემები არ გადასცეს - სტივ უიტკოფი
- დღეს ირანზე მძიმე დარტყმები განხორციელდება, სრული განადგურება და გარდაუვალი სიკვდილი ელოდებათ იმ ტერიტორიებსა და ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც სამიზნეებად არ განიხილებოდნენ - დონალდ ტრამპი
- შვედეთმა უკრაინის მიერ დასანქცირებული სატვირთო გემი დააკავა
- ირანის ლიდერების ორი ჯგუფი აღარ არსებობს, 32 გემი ჰყავდათ და ყველა ოკეანის ფსკერზეა - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსში“ Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ
- „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
- Zeekr 9X უკვე საქართველოშია - Zeekr Center Tegeta-მ ახალი პრემიუმ SUV წარადგინა
- Tegeta Comfort – შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















