ზელენსკიმ საქართველოსა და მაროკოდან უკრაინის ელჩების გაწვევას ხელი მოაწერა

საქართველო, თბილისი - 08:37 | 31.03.2022
ნანახია: 310

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოსა და მაროკოდან ელჩების გაწვევის თაობაზე.

ზელენსკის თქმით, ელჩებმა ვერ შეძლეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ან უკრაინისათვის შეიარაღების მიწოდების მიღწევა.

„დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის, გთხოვთ, ეძებეთ სხვა სამსახური. არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვებთან ერთად უკრაინის თავდაცვისთვის მუშაობენ და ისინი, რომლებიც ამაოდ კარგავენ დროს, რათა თანამდებობები შეინარჩუნონ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში შედეგებს ელის სამხრეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკის ქვეყნებში მყოფი უკრაინის ელჩებისგან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე