ბრიტანეთი განიხილავს უკრაინისთვის უსაფრთხოების შესაძლო გარანტორის საკითხს, თუმცა გამორიცხავს იმავე ვალდებულებებს, რომლებიც ნატო-ს წევრებზე ვრცელდება

საქართველო, თბილისი - 20:43 | 30.03.2022
ნანახია: 375

ბრიტანეთი განიხილავს უკრაინის მიერ მოთხოვნილ უსაფრთხოების შესაძლო გარანტორის საკითხს, თუმცა გამორიცხავს იმავე ვალდებულებებს, რომლებიც ნატო-ს წევრებზე ვრცელდება. ამის შესახებ დიდი ბროტანეთის პრემიერ-მინისტრის  მოადგილემ დომინიკ რააბმა განაცხადა. იუწყება The Guardian.

„დიდი სიფრთხილით განვიხილავთ ყველაფერს, რასაც პრეზიდენტი ზელენსკი წარმოგვიდგენს. მაგრამ ჩემი აზრით, ცალმხრივად არ გავიმეორებთ იმავე ვალდებულებებს, რომლებიც ნატო-ს წევრებზე ვრცელდება“, – განაცხადა დომინიკ რააბმა.

მისი თქმით, გამორიცხულია ბრიტანეთის არმიამ უშუალო მონაწილეობა მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. „ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვას. ურაინა არ არის ნატ-ო-ს წევრი“, - განაცხადა რააბმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე