Startup Drive-ის აქსელერაციის ეტაპის მონაწილეები გამოვლინდნენ
საქართველო, თბილისი - 18:15 | 30.03.2022 ნანახია: 544
Future Laboratory-სა და „თეგეტა ჰოლდინგის“ სტარტაპ აქსელერაციის პროგრამის მონაწილეებმა ბიზნესიდეები წარადგინეს. ავტოინოვაციების მიმართულებით მომუშავე 20-მდე სტარტაპმა პრეაქსელერაციის ეტაპი გაიარა. აქსელერაციის ეტაპზე გადასული 10 გუნდი კი სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა:
-
Autoelement - მეორადი ავტონაწილების P2P ონლაინმაღაზია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ნაწილისა და ავტომობილების მფლობელებს;
-
Ivi legal - იურიდიული პლატფორმა ლოჯისტიკის სექტორისთვის, რომელიც შექმნილია სატვირთოს მძღოლების მხარდასაჭერად, კონკრეტული ქვეყნების ტერიტორიაზე გადაადგილების პროცესში;
-
Sos auto - ავტომომსახურების მობილური აპლიკაცია ავტოდახმარების, ევაკუატორის გამოსაძახებლად;
-
Take me - მძღოლებისა და მგზავრების დასაკავშირებელი პლატფორმა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ამანათების სანდოდ და უსაფრთხოდ ტრანსპორტირება;
-
MG Drones - მცირე და საშუალო ზომის ამანათების ტრანსპორტირება ტექნოლოგიურად დახვეწილი დრონების საშუალებით;
-
Cartune - Airbnb-ის შინაარსის აპლიკაცია ავტოინდუსტრიაში, რომლის მიზანია, მომხმარებლები დააკავშიროს ავტოხელოსნებთან;
-
Unipass - სატრანსპორტო კომპანიებისა და მგზავრების დამაკავშირებელი ერთიანი პლატფორმა, რომელიც აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ზრდის უსაფრთხოებას. პლატფორმა წარმოადგენს Web და Mobile ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ გაუმჯობესებულ პროდუქტს ჯავშნების მიმართულებით;
-
Egarage - აპლიკაცია, რომელიც ავტომობილის მძღოლს შესაძლებლობას აძლევს, აკონტროლოს სერვისის მიღების ვადები;
-
Opucat - მოპედებისთვის განკუთვნილი სამგზავრო ჩანთა გათბობისა და გაცივების სისტემით;
-
SD - ჭკვიანი ტექნოლოგია უსაფრთხო მგზავრობისთვის. მოწყობილობა ახდენს ნასვამი მძღოლის იდენტიფიცირებას, ამოიცნობს, არის თუ არა ერთი და იგივე პირი ალკოტესტის ჩამბარებელი და მანქანის მძღოლი.
აქსელერაციის ეტაპისთვის შერჩეული სტარტაპები 5000-ლარიან გრანტს მიიღებენ. მომავალი 3 თვის განმავლობაში გუნდები მიღებული ინვესტიციით საკუთარი ბიზნესიდეის პროტოტიპის ფორმირებასა და ტესტირებაზე იმუშავებენ. მათ ცოდნის გაღრმავებასა და განვითარებაში დარგობრივი სპეციალისტები და გამოცდილი სტარტაპერები დაეხმარებიან. მონაწილეებს ექნებათ ინდივიდუალური შეხვედრები მენტორებთან, დაესწრებიან P2P შეკრებებსა და მოწვეული სპიკერების სესიებს. საბოლოოდ, სტარტაპის შედეგებსა და პროტოტიპებს გუნდები დემო დღეზე წარადგენენ და გამარჯვებულებს ექნებათ წვდომა 200 000ლარიან საინვესტიციო ფონდთან.
„Startup Drive-მა გვაჩვენა, რომ კორპორაციული სააქსელერაციო პროგრამის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია. მოთხოვნა მაღალი იყო ავტოინოვაციების მიმართულებითაც. პრეაქსელერაციის ეტაპის შემდგომ, სესიებისა და მენტორების დახმარებით, შერჩეული სტარტაპების განვითარების მხრივ, დიდი წინსვლა გვაქვს. მიხარია, რომ 10 ძალიან საინტერესო სტარტაპს ექნება შესაძლებლობა, საკუთარი იდეები კიდევ უფრო რეალური გახადოს“,- ირაკლი ქაშიბაძე, „Future laboratory“-ის დამფუძნებელი.
„ავტოინდუსტრია ბოლო წლებში ძალიან სწრაფად ვითარდება და ახლა, ამ მიმართულებით, ბევრი სტარტაპი აქტიურად მუშაობს. Startup Drive-ით, სწორედ ავტოინოვაციებზე მომუშავე სტარტაპებს მივეცით შესაძლებლობა, საკუთარი ბიზნესიდეები წარედგინათ, განევითარებინათ და საბოლოო მოდელამდე მიეყვანათ. 15 იდეა მოვისმინეთ და მიხარია, რომ არჩევანის გაკეთება მარტივი არ იყო. ეს უკვე ნიშნავს პროექტის წარმატებას და კიდევ ერთ ნაბიჯს სტარტაპ ეკოსისტემის განსავითარებლად“, - დავით ჭეიშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების გაყიდვების დირექტორი.
Future Laboratory-სა და „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით, ავტოინოვაციებზე მომუშავე სტარტაპების აქსელერაციის პროექტი Startap Drive გასულ წელს დაიწყო და მონაწილეობის სურვილი 150-ზე მეტმა სტარტაპმა გამოთქვა. შერჩევის შედეგად, პრეაქსელერაციის ეტაპზე 20-მდე მონაწილე გადავიდა. მათ საშუალება ჰქონდათ, ბიზნესიდეაზე დარგობრივი სპეციალისტების დახმარებით ემუშავათ. 3 კვირის განმავლობაში გუნდები სხვადასხვა თემატურ სესიას დაესწრნენ და რეკომენდაციები ქართველი და უცხოელი მენტორებისგან მიიღეს.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















