უკრაინის გენშტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 15:39 | 30.03.2022
ნანახია: 313

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი დაახლოებით 17 300 შეადგენს.

ასევე განადგურებულია მტრის შემდეგი ტექნიკა:

თვითმფრინავი - 131;

ვერტმფრენი - 131;

საჰაერო თავდაცვის სისტემა - 54;

ტანკი - 605;

საბრძოლო ჯავშანმანქანა - 1 723;

საარტილერიო სისტემა - 305;

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 96;

საავტომობილო ტექნიკა - 1 184;

გემი/კატერი - 7;

ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები - 4;

ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 81;

სპეციალური ტექნიკა - 21 ერთეული;

საწვავმზიდი - 75.

გენშტაბი აცხადებს, რომ მტრის დანაკარგის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე