გზავნილები პოზიტიურია, მაგრამ აგრესორი ქეყნისადმი ნდობის საფუძველი არ გვაქვს - ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 10:00 | 30.03.2022
ნანახია: 434

„გზავნილებს, რომლებიც გვესმის მოლაპარაკებათა პლატფორმიდან, შესაძლებელია პოზიტიური ვუწოდოთ, მაგრამ ეს გზავნილები რუსული ბომბების აფეთქებებს ვერ ახშობენ“, - ამის უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში სატმბოლში გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების თაობაზე განაცხადა.

მან აღნიშა, რომ ქვეყანაში ვითარება არ შემსუბუქებულა და მოსკოვის განცხადებების გამო თავის მოტყუება არ ღირს. „არ გვავქს საფუძველი ვენდოთ აგრესორი ქვეყნის სიტყვებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.  

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხის წინ წამოწევა ნაადრევი იქნება. „სანქციების შესახებ საკითხის დაყენება გამორიცხულია, ვიდრე ომი არ დასრულდება, ვიდრე არ დავიბრუნებთ იმას, რაც გვეკუთნის და ვიდრე არ აღვადგენთ სამართლიანობას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

თურქეთში გამართული მოლაპარაკების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი რადიკალურად შეამცირებს სამხედრო მოქმედებებს კიევისა და ჩერნიგოვის ოლქის მიმართულებით. ამასთან, CNN-ის ინფორმაციით, რუსეთი იწყებს კიევის ოლქიდან გარკვეული ძალების გაყვანას

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე