ისრაელში შეიარაღებულ თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 23:47 | 29.03.2022
ნანახია: 350

ისრაელში, თელავივის გარეუბანში, ბნეი ბრაკის დასახლებაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი მოკლეს.

ოთხი მსხვერპლი ადგილზე გარდაიცვალა, მეხუთე კი საავადმყოფოში.

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა მამაკაცმა მოტოციკლეტიდან ესროლა ქუჩაში მყოფ მოქალაქეებს.

შემთხვევის ადგილზე მყოფი მედპერსონალის თქმით, თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა.

ისრაელის პოლიცია თავდასხმას ტერორისტულ აქტს უწოდებს. მედიის ცნობით, თავდამსხმელი პალესტინელია დასავლეთ სანაპიროდან.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი უსაფრთხოების საგანგებო შეხვედრას მართავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე