პუტინმა მაკრონს მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციაზე უარი უთხრა

საქართველო, თბილისი - 23:12 | 29.03.2022
ნანახია: 470

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. საუბრის თემა მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების  ევაკუაციის საკითხი იყო.

ინფორმაციას უკრაინული მედია Le Figaro-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ელისეის სასახლის წრმომადგენელმა განაცხადა, რუსეთის ძალების მიერ ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან უახლოეს დღეებში ჰუმანიტრული ოპერაციის დაწყების პირობები ამ ეტაპისთვის შექმნილი არ არის.

ელისეის სასახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მაკრონმა ევაკუაციის ოპერაციის პროცესი, რომელიც საფრანგეთს, თურქეთსა და საბერძნეთს უნდა განეხორციელებინათ, პუტინს გააცნო, რომელმაც განაცხადა, რომ ვიდრე პასუხს გასცემს, ამის შესახებ უნდა დაფიქრდეს.

შეგახსენებთ, 25 მარტს, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ  მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის ჰუმანიტარულ ოპერაციას თურქეთთან და საბერძნეთთან ერთად გეგმავს.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე