ბელგიამ 21, ჩეხეთმა კი ერთი რუსი დიპლომატი გაძევა

საქართველო, თბილისი - 19:21 | 29.03.2022
ნანახია: 371

ბელგიამ 21 რუსი დიპლომატი გაძევა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ბელგიის მთავრობამ რუსი დიპლომატების ჯაშუშური საქმიანობის გამო მიიღო, რაც საფრთხეს უქმნიდა ბელგიის უსაფრთხოებას. ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოფი ვილმესმა განაცხადა.

რუსმა დიპლომატებმა ქვეყანა 15 დღეში უნდა დატოვონ.

ამასთან, ერთი რუსი დიპლომატი გააძევა ჩეხეთმაც რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირისთვის.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ 17 რუსი დიპლომატი გააძევა ნიდერლანდებმაც.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე