ხელისუფლების შეცვლა დაასტაბილურებს ლარს, დაწევს ფასებს და ამის შანსი 2 აპრილს გვაქვს ბათუმში - დავით კირკიტაძე
საქართველო, თბილისი - 15:17 | 29.03.2022 ნანახია: 491
"მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ გამოსავალი არის მარტივი - საქართველოს ხელისუფლების შეცვალა დაასტაბილურებს ლარს, დაწევს ფასებს და ამის შანსი 2 აპრილს გვაქვს ბათუმში", - განაცხადა ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" წევრმა, დავით კირკიტაძემ პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბარელი ნავთობი ღირდა 140 დოლარი და საწვავის ფასი საქართველოში 2 ლარს არ ასცდენია. დღეს კი, ბარელი ნავთობი ღირს 30 დოლარით ნაკლები - 110 დოლარი და საწვავი 4 ლარი ღირს.
"საწვავის გაძვირება აძვირებს აბსოლუტურად ყველაფერს და მძიმე ყოფაში მყოფ ჩვენ მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტად უმძიმებს მდგომარეობას. საწვავი 4 ლარი ღირს თქვენს გამო. თქვენი უნიათი ეკონომიკური პოლიტიკის გამო ლარი ორჯერ გაუფასურდა და შესაბამისად, ფასები გაიზარდა. დიახ, 2017 წელს თქვენ ორჯერ გაზარდეთ აქციზი საწვავზე, რამაც გამოიწვია გაძვირება. საწვავის გაძვირება, ავტომატურ რეჟიმში, იწვევს ყველაფრის გაძვირებას", - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" არ სურს, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს და ფასებმა დაიწიოს.
"არ ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომ ამას "ქართული ოცნება" იმიტომ აკეთებს, რომ არ ჰყავს შესაბამისი პროფესიონალები ან არ აქვთ შესაბამისი გამოცდილება. როგორ არ ჰყავთ, ამ დარბაზშივე მოიძებნებიან ადამიანები, ვისაც შეუძლიათ წარმართონ სწორი ფისკალური პოლიტიკა, როგორც საქართველოს მთავრობაში, ასევე ეროვნულ ბანკში, რაც საშუალებას მისცემს ლარს, რომ გამყარდეს და ფასები არ იყოს ასეთი, მაგრამ ამის გაკეთება არ გსურთ. თქვენი ამოცანა არ არის ლარის დასტაბილურება, ფასების კლება იმიტომ, რომ თქვენ არ გაწუხებთ საწვავის გაზრდილი ფასები, რადგან გაქვთ ლიმიტები. თქვენ საწვავის თანხას არ იხდით. თითოეულ ჩინოვნიკს საშუალოდ, 500 ლიტრი საწვავის ლიმიტი აქვს და ასევე, გაზრდილი ფასით თქვენ უფრო მეტ შემოსავალს იღებთ დღგ-ს და აქციზის სახით და ბიუჯეტს როგორ განაკარგავთ ეს ყველასთვის ცნობილია", - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















