საქართველოს ფოსტამ საქართველოდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის მეორე ეტაპი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 13:41 | 29.03.2022
ნანახია: 266

საქართველოს ფოსტამ საქართველოდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის მეორე ეტაპი დაიწყო.

საქართველოს მასშტაბით 120 ტონა ტვირთის მობილიზება მოხდა. ტვირთი ძირითადად სამედიცინო დანიშნულების პროდუქციას, არამალფუჭებად პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებს მოიცავს.

აღნიშნულ ეტაპზე თბილისში, საქართველოს ფოსტის ტერმინალში აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში მობილიზებული ტვირთის თავმოყრა მოხდა, რომელიც სატვირთო ავტომობილებში დაიტვირთება და უკრაინაში სახმელეთო შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ გაიგზავნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე