რუსეთმა უკრაინაში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები გადაისროლა - ბრიტანეთის დაზვერვა

საქართველო, თბილისი - 10:15 | 29.03.2022
ნანახია: 469

რუსეთმა უკრაინაში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 1000 მებრძოლი გადაისროლა. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.

მისი მონაცემებით, „ვაგნერის“ მებრძოლები უკვე აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფებიან, მათ შორის არიან ორგანიზაციის ხელმძღვანელებიც.

„მძიმე დანაკარგებისა და დიდწილად შეჭრის შეფერხების გამო, რუსეთი იძულებული გახდა აფრიკიდან და სირიიდან „ვაგნერის“ მებრძოლები გადაისრლოს“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე