ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება უკრაინის გაყიდვით არ უნდა დასრულდეს - ლიზ ტრასი

საქართველო, თბილისი - 23:27 | 28.03.2022
ნანახია: 453

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ უკრაინა არ უნდა გაყიდონ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში. იუწყება Reuters.

„უნდა უზრუნველყოთ, რომ ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება უკრაინის გაყიდვით ან წარსულის შეცდომების გამეორებით არ დასრულდეს“, - განაცხადა ტრასმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლaდიმირ პუტინმა არ უნდა მიიღოს სარგებელი უკრაინაში შეჭრის შედეგად.

„ჩვენ გვახსოვს 2014 წლის რთული დარეგულირება, რომელმაც ვერ შეძლო უკრაინისთვის ხანგრძლივი უსაფრთხოების მოტანა. პუტინი დაბრუნდა უფრო ბევრის მისაღებად. ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია მას uფლება მივცეთ გაიმარჯვოს ამ საშინელი აგრესიის შემდეგ“, - განაცხადა ტრასმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე