რუსეთი "არამეგობრული" ქვეყნების მიმართ სავიზო ზომების შემოღებას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 19:47 | 28.03.2022
ნანახია: 541

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, მუშავდება პრეზიდენტ პუტინის ბრძანებულების პროექტი არამეგობრული ქვეყნების წინააღმდეგ სავიზო ღონისძიებების შესახებ.

„ამ აქტით დაწესდება რიგი შეზღუდვები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით“, -განაცხადა ლავროვმა.

ლაროვის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის რუსეთში შესვლის პროცედურები გამარტივდება.

ამასთან, ლავროვი ამბობს, რომ მოსკოვი ასევე ყურადღებას გაამახვილებს აშშ-სა და მისი "სატელიტების" „არამეგობრულ“ ქმედებებზე საპასუხო ღონისძიებების კომპლექსის შემუშავებაზე. ეს ქმედებებია „უპირველესად არალეგიტიმური სანქციები, ასევე ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც არღვევს  რუსთის მოქალაქეებისა და იურიდიული პირების უფლებებს“, - განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, 7 მარტს რუსეთის მთავრობამ "არამეგობრული ქვეყნების" სია დაამტკიცა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე