ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან, უკრაინაში - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:41 | 28.03.2022
ნანახია: 415

ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან, უკრაინაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

"კიდევ ვიმეორებ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი გამოწვევა მსოფლიოს არ ჰქონია ევროპაში. ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან, უკრაინაში. აი, ამ ფონზე ჩვენ ვცდილობთ, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვცდილობთ, თუ როგორ გავზარდოთ კიდევ უფრო მეტად ეკონომიკა, როგორ მივაღწიოთ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში",. - განაცხადა ღარიბაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე