რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებათა მეოთხე რაუნდის შემდეგ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრას არ უნდა ველოდოთ - პესკოვი

საქართველო, თბილისი - 15:08 | 28.03.2022
ნანახია: 429

კრემლში აცხადებენ, რომ სტამბოლში დაგეგმილი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრას არ უნდა ველოდეთ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა რუსული მედიის შეკითხვას არის თუა არა რაიმე წინსვლა და უნდა ველოდოთ თუ არა სტამბოლის მოლაპარაკების შემდეგ პუტინისა და ზელენსკის შესაძლო შეხვედრას, უპასუხა: „არა. წინსვლა არ არის“. იუწყება "ინტერფაქსი".

„პროგრესზე ლაპარაკი ჯერ შეუძლებელია. თავად ფაქტი. რომ მოლაპარაკებები პირისპირ ფორმატში გაგრძელდება, უთუოდ, მნიშვნელოვანია.  მაგრამ ჯერჯერობით რაიმე დეტალების გასაჯაროებისგან თავ შევიკავებთ. მიგვაჩნია, რომ ეს მოლაპარაკების პროცესს ხელს შეუშლის. მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ არ შეგვიძლია რაიმე არსებითი მიღწევის ან გარღვევის დადასტურება“, - თქვა პესკოვმა.

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები  მოლაპარაკების მეოთხე რაუნდს 29-30 მარტს სტამბოლში გამართავენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე