ოკუპანტების მიერ გატაცებული რამდენიმე მერი ცოცხალი აღარ არის - ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 14:01 | 28.03.2022
ნანახია: 448

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოკუპანტების მიერ გატაცებული რამდენიმე მერი უკვე ცოცხალი აღარ არის. ამის შესახებ პრეზიდენტმა  The economist-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ისინი იტაცებენ ჩვენი ქალაქების მერებს, რამდენიმე მათგანი მოკლეს. ზოგიერთ მათგანს ვერ ვპოულობთ, ზოგიერთი მათგანი ვიპოვეთ, მაგრამ დაღუპულები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რამდენიმე მერი გაცვალეს.  

პრეზიდენტის თქმით, რუსეთის არმია ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმავე მეთოდებს იყენებს, რომლებსაც დონბასში 2014 წელს იყენებდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე