დონეცკისა და ლუჰანსკის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის ხუთი იერიში მოიგერია - გენშტაბი

საქართველო, თბილისი - 11:57 | 28.03.2022
ნანახია: 447

უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებს თავდაცვით ოპერაციებს აღმოსავლეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებებით. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი Facebook-ზე ავრცელებს.

დონეცკისა და ლუჰანსკის მიმართულებებით უკრაინის ძალებმა მტრის 5 იერიში მოიგერია.

გენშტაბი აღნიშნავს, რომ განადგურებულია რუსების 2 ტანკი, საბრძოლო მანქანა და ერთი ავტომობილი. ამასთან, მტერს ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი აქვს. მონაცემები დგინდება.  

უწყებაში აღნიშნავენ, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა გასულ 24 საათში გაანადგურა 4 თვითმფრინავი, 1 ვერტმფრენი, 2 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 ფრთოსანი რაკეტა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე