უკრაინის არმია რამდენიმე ოლქში კონტრშეტევაზე გადავიდა - ოლექსეი არესტოვიჩი

საქართველო, თბილისი - 20:30 | 27.03.2022
ნანახია: 449

უკრაინის არმია კონტრშეტევაზე გადავიდა ხარკოვსა და სუმში, ასევე კიევისა და ხერსონის ოლქებში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ოლექსეი არესტოვიჩმა ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს მოწინააღმდგეს ორი მთავარი ამოცანა აქვს - გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში ალყაში მოაქციოს ჩვენი ჯარი, ბოლომდე დაიმორჩილოს მარიუპოლი და შეაკავოს თავდაცვა სამხრეთით ხერსონის რაიონში... თუ სამხრეთით მოწინააღმდეგის თავდაცვა დაეცემა, მარიუპოლის გარშემო მისი მდგომარეობა გაუარესდება“, - განაცხადა მან.

ამასთან, არესტოვიჩმა აღნიშნა, რიმ უახლოესი ერთი-ორი კვირა არათანაბარი იქნება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე