ომი უნდა წაიშალოს კაცობრიობის ისტორიიდან, ვიდრე ის თავად არ წაშლის ადამიანს ისტორიიდან - რომის პაპი

საქართველო, თბილისი - 17:32 | 27.03.2022
ნანახია: 396

რომის პაპმა ფრანცისკემ კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინაში ომის დასრულებისკენ. რომში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებისადმი მიმართვისას პაპმა განაცხად, რომ სასტიკი და უაზრო ომი, რომელიც თვეზე მეტია გძელდება, ყველას დამარცხებას ნიშნავს.  

„ომი ანადგურებს საზოგადოების არა მხოლოდ აწმყოს, არამედ მომავალს“, - განაცხადა პაპმა უკრაინელ ბავშვებზე საუბრისას, რომლებიც იძულებულნი არიან საომარი მოქმედებების გამო თავიანთი სახლები დატოვონ.

„კაცობრიობამ უნდა გაიგოს, რომ დადგა დრო  ომები გაუქმდეს, წაიშალოს კაცობრიობის ისტორიიდან, ვიდრე ის {ომი} თავად არ წაშლის ადამიანებს ისტორიიდან“, - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.

The Associated Press-ი აღნიშნვას, რომ პაპმა თავის გამოსვლაში კვლავ არ ახსენა, თუ რომელმა ქვეყანამ დაიწყო ომი უკრაინაში.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე