ლუჰანსკის სეპარატისტული რეგიონი რუსეთთან მიერთების თაობაზე "რეფერენდუმის" ჩატარებას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 13:29 | 27.03.2022
ნანახია: 386

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი თვითგამოცხადებული ლუჰანსკის სეპარატისტული რესპუბლიკა გეგმავს, ჩაატაროს "რეფერენდუმი" რუსეთთან მიერთების თაობაზე. ამის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის სეპარატისტი ლიდერი ლეონიდ პასეჩნიკი იტყობინება.

 „ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანებში რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაიმართება რეფერენდუმი, რომელზეც ხალხი თავის კონსტიტუციურ უფლებას განახორციელებს და დააფიქსირებს თავის აზრს რუსეთის ფედერაციასთან შეერთებასთან დაკავშირებით, მე რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება“, - განახადა სეპარატისტების ლიდერმა.

რუსეთმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა 21 თებერვალს აღიარა. 24 თებერვალს კი უკრაინაში შეიჭრა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე