დანილოვი მოგვიწოდებს, უკრაინას შევეხიდოთ რუსეთის მხრიდან ქალაქებისა და სოფლების განადგურებაში, ბავშვების და ქალების ხოცვაში - წილოსანი

საქართველო, თბილისი - 12:18 | 27.03.2022
ნანახია: 500

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი მოგვიწოდებს, რომ საქართველო ახლა ტერიტორიების დაბრუნებით უნდა დაკავდეს, რომ ამით უკრაინას შევეხიდოთ რუსეთის მხრიდან ქალაქებისა და სოფლების განადგურებაში, ბავშვების და ქალების ხოცვაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

"არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩვენ სწორედ ამ შესაძლო შედეგებისგან ვიცავთ ქვეყანას! და იქ, სადაც აუცილებლად სოლიდარულები ვიქნებით ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ, ვერაფრით დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის აოხრებას... მით უფრო, რომ ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების პოლიტიკას ირჩევს ჩვენთან ერთად ქართული საზოგადოება", - წერს ნინო წილოსანი.

შეგახსენებთ, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა: "დნესტრისპირეთი, საქართველო და ყველა დაკავებული რომ იყვნენ საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს აუცილებლად დაგვეხმარებოდა".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე