უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 15:32 | 26.03.2022
ნანახია: 356

უკრაინაში, ქალაქ ირპენში რუს ოკუპანტებთან შეტაკებისას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულის ცხედარი ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს და ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული. ცნობილია დაღუპული მეომრის ვინაობა.

შეგახსენებთ, მანამდე ქალაქ ირპენთან ბრძოლისას დაიღუპნენ დავით რატიანი და გია ბერიაშვილი, ხოლო ქალაქ მარიუპოლში ბახვა ჩიქობავა.

დავით რატიანსა და გია ბერიაშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ბახვა ჩიქობავას ცხედრის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე