რუსი ოკუპანტები ქალაქ სლავუტიჩში შეიჭრნენ, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს და მერი გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 14:52 | 26.03.2022
ნანახია: 401

რუსი სამხედროების კიევის ოლქში მდებარე ქალაქ სლავუტიჩში შეიჭრნენ, გაიტაცეს მერი იური ფომიჩი, სამშვიდობო აქციაზე გამოსულ მოქალაქეებს კი ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ალექსანდრ პავლიუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

პავლიუკის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ჰაერში დაიწყეს სროლა მშვიდობიანი მოქალაქეების დასაშინებლად, რომლებიც ქალაქის მთავარ მოედანზე რუსების ოკუპაციის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ოკუპანტები ხალხს ყუმბარებსაც ესროდნენ.

პავლიუკის თქმით, ხალხმა უკრაინის დროშა გაშალა და ოკუპანტების მიმართ სკანდირებდა „სახლში წადით“, „თქვენ აქ არავინ გელით“.

ამასთან, პავლიუკის თქმით, ქალაქის საკრებულო მუშაობას განაგრძობს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე