რუსეთის საოკუპაციო ძალები ქაოტურად გააგრძელებს ქალაქების საჰაერო დაბომბვას - ბრიტანეთის დაზვერვა

საქართველო, თბილისი - 11:13 | 26.03.2022
ნანახია: 454

რუსეთის ძალები უარს ამბობენ ფართომასშტაბიან სახმელეთო ოპერაციებზე, აგრძელებენ ქაოტურად საჰაერო და საარტილერიო დაბომბვებს და ცდილობენ უკრაინის თავდაცვის ძალების გატეხვას. ინფორმაციას უკრაინული მედია ბრიტანეთის დაზვრევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის საოკუპაციო ძალებს კვლავ ალყაში ჰყავს მოქცეული უკრაინის რამდენიმე მსხვილი ქალაქი, მათ შორის, ხარკოვი, ჩერნიჰოვი და მარიუპოლი.

ბრიტანეთის დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი გააგრძელებს მძიმე ცეცხლს გამოყენებას ქალაქების წინააღმდეგ, ვინაიდან იმედოვნებს, რომ შეამცირებს თავის მნიშვნელოვან დანაკარგს. ამასთან, პენტაგონის განცხადებით, ოკუპანტებმა ტატქიკა შეცვალეს კიევზე შტურზე აღარ გეგმავენ და მთელი ძალით ცდილობენ დონბასის სრულად დაკავებას, კრემლი ამით ცდილობს ზეწოლის ბერკეტი გამოიყენის უკრაინასთან მოლაპარაკებებში.

ამასთან, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, 25 მარტს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლო ყველა იერიშის მოგერიება დონეცკისა და ლუჰანსკის მიმართულებით. სიტუაცია კვლავ რთულია მარიუპოლში.

გასულ 24 საათში განადგურებულია მტრის 170 ჯარისკაცი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე