სტრატეგიულ ქალაქებს, მათ შორის მარიუპოლს, უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებს - Unian

საქართველო, თბილისი - 23:27 | 25.03.2022
ნანახია: 611

სტრატეგიულ ქალაქებს, მათ შორის მარიუპოლს, უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ, თუმცა ქალაქი ვოლნოვახა სრულად არის განადგურებული.

ამის შესახებ დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ ტელემარათონის დროს განაცხადა. იუწყება უკრაინული გამოცემა უნიანი.

მან აღნიშნა, რომ ბრძოლები მიმდინარეობს ავდეევკას, ოჩერეტინოს, ტორეცკისა და უგლედარის მთელ ხაზზე. მისივე თქმით, აღიშნული ტერიტორია მთელი დღის განმავლობაში იბომბებოდა.

„სტრატეგიული ქალაქები და უკრაინის ყველა მსხვილი ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ იმყოფება“, - აღნიშნა კირილენკომ.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვოლნოვახა, რომლისთვისაც ბრძოლები ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, დატოვეს, რადგან ქალაქი ფაქტობრივად აღარ არსებობს, განადგურებულია შენობებისა და ინფრასტრუქტურის უმეტესი ნაწილი.

„ამიტომ უკრაინის შეიარაღებული ძალები გადავიდნენ სხვა პოზიციებზე. სხვა დასახლებები, მათ შორის მრავალტანჯული მარიუპოლი შეკავებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ“, - თქვა კირილენკომ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე