უკრაინაში რუსეთის მიერ გამოყენებული მაღალი სიზუსტის რაკეტების 60% წარუმატებელია - Reuters

საქართველო, თბილისი - 16:37 | 25.03.2022
ნანახია: 427

შეერთებული შტატების შეფასებით, უკრაინაში  რუსეთის მიერ გამოყენებული მაღალი სიზუსტის მართვადი რაკეტების 60 პროცენტი წარუმატებელია. ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, სწორედ რაკეტების წარუმატებლობის ბრალია, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან ერთ თვის შემდეგაც კი მნიშვნელოვან პროგრესს ვერ მიაღწია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რაკტების წარუმატებლობა შესაძძებელია იყოს ნებისმიერი მიზეზი -  მათ შორის წარუმატებელი გაშვება ან ის, რომ დარტყმისას რაკეტა არ ფეთქდება.

პენტაგონის განცხადებით, უკრაინაში აგრესიის დაწყებიდან რუსეთმა  1 100-ზე მეტი რაკეტა ისროლა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე