სანქციების მიმართ საქართველოს რეაქცია რუსეთს შეუმჩნეველი არ დარჩება - გრიგორი კარასინი

საქართველო, თბილისი - 15:55 | 25.03.2022
ნანახია: 420

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების მიმართ საქართველოს რეაქცია რუსეთს „შეუმჩნეველი არ დარჩება".

ამის შესახებ კარასინმა მოსკოვში ქართულ-რუსულ საექსპერტო შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც 24 მარტს გაიხსნა.

ფედერაციის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს „არაფორმალური დიალოგის“ მნიშვნელობა, რომელიც „პრაღის ფორმატში“ მიმდინარეობს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან.

ფედერაციის საბჭოში ხაზი გაუსვეს „ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვან ზრდას, რიგი სატრანსპორტო პრობლემების მოგვარებას, ასევე კონტატქების ზრდას ჰუმანიტარულ სფეროში“.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე