აშშ უპასუხებს პუტინს, თუ ის ქიმიურ იარაღს გამოიყენებს - ბაიდენი

საქართველო, თბილისი - 23:16 | 24.03.2022
ნანახია: 365

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უპასუხებს რუსეთს, თუ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებს, მაგრამ პასუხი დამოკიდებული იქნება სიტუაციაზე. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე Associated Press-ის წარმომადგენლის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენ ვუპასუხებთ, თუ ის გამოიყენებს {ქიმიურ იარაღს}. პასუხის ბუნება დამოკიდებული იქნება გამოყენების ბუნებაზე“, - განაცხადა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ ვერ ისაუბრებს დაზვერვის ინფორმაციაზე რუსების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძებლობაზე.

ნატო-ს სამიტზე ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას ბიოლოგიური, ქიმიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან თავდაცვაში დაეხმარებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე