ხარკოვში ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების რიგში იდგნენ, არიან დაღუპულები და დაჭრილები

საქართველო, თბილისი - 18:48 | 24.03.2022
ნანახია: 401

ხარკოვში რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ჰუმანიტარული დახმარების რიგში მყოფ მშვიდობიანი მოქალაქეებს, დაიღუპა 6 და დაიჭრა 15 ადამიანი. ინფორმაციას ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი Telegram-ზე ავრცელებს.

„ხარკოვში, რუსებმა შორის მანძილის მოქმედების შეიარაღებიდან ცეცხლი გაუხსნეს ახალი ფოსტის შენობას, რომლის გვერდითაც ხარკოვის მოსახლეობა ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 6 და დაიჭრა 15 მშვიდობიანი მოქალაქე. დაჭრილები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. დაღუპულთა რაოდენობა კიდევ ზუსტდება“, - წერს სინეგუბოვი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე