თელავში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, დაშავდა ერთი ადამიანი

საქართველო, თბილისი - 09:52 | 24.03.2022
ნანახია: 369

თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ორსართულიან საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კარ-ფანჯრები დააზიანა გვერდით მდებარე სახლშიც. ასევე, დაზიანდა ქუჩაში მდგარი ავტომანქანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური, პოლიცია და სასწრაფო დახმარება.

აფეთქების შედეგად დაშავდა, ერთი ადამიანი, რომელიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე