კიევში დაბომბვას The Insider-ის ჟურნალისტი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 23:41 | 23.03.2022
ნანახია: 370

გამომძიებელ ჟურნალისტთა გამოცემა The Insider-ის ჟურნალისტი ოქსანა ბაულია კიევში დაბომბვის შედეგად დაიღუპა.

გამოცემის თანახმად, ბაულინამ გადაიღო კიევის პოდოლოსკის რაიონი რუსული არმიის დაბომბვის შემდეგ და ახალი სარაკეტო თავდასხმის ქვეშ მოექცა. მასთან ერთად კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ორი ადამიანი კი დაიჭრა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ომის გაშუქებას, მათ შორის რუსეთის ომის დანაშაულების ჩათვლით, როგორიცაა განურჩეველი დაბომბვა საცხოვრებელი უბნების, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები და ჟურნალისტები იღუპებიან", - ნათქვამია The Insider-ის განცხადებაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე