რუსეთი ამერიკელ დიპლომატებს აძევებს

საქართველო, თბილისი - 23:37 | 23.03.2022
ნანახია: 347

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეერთებული შტატების საელჩოს გადასცა ამერიკელი დიპლომატები სია, რომლებიც პერსონა ნონ გრატად გამოცხადდნენ. იტყობინება სააგენტო "ინტერფაქსი".

მედიის ცნობით, მოსკოვმა ეს გადაწყვეტილება გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის თანამშრომლების გაძევების საპასუხოდ მიიღო.

"ამერიკულ მხარე მტკიცედ განვუცხადეთ, რომ შეერთებული შტატების ნებისმიერი მტრული ქმედება რუსეთის წინააღმდეგ მიიღებს გადამწყვეტ და ადეკვატურ პასუხს", - ნათქვამია საგარეო უწყების შეტყობინებაში.

თებერვლის ბოლოს, შეერთებული შტატებიდან გააძევეს გაეროში რუსეთის მისიის 12 თანამშრომელი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე